ვეფხიას ამბავი

"ვფიქრობ ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია, სისხლის უანგარო დონორი გახდეს. ყველს მოვუწოდებ რომ მოვიდეს გაიღოს სისხლი, რათა გადავარჩინნოთ სიცოცხლე. ჩემი მოტივაცია დახმარება, სიცოცხლის გადარჩენაა. მინდა დავეხმარო ადამიანებს,ვისაც სისხლი სჭირდებათ. მე მეორე ჯგუფის სისხლი მაქვს და ვიცი რომ საქართველოში სისხლის მარაგის ნაკლებობაა ამიტომ ვთვლი რომ ეს ჩემი ვალია. ამით ჯანმრთელობა არ მელახება, პირიქით კარგად და მშენივრად ვგრძნობ თავს. ვიცი რომ სისხლის გაღება ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, ამ დროს ორგანიზმი სისხლის მარაგის შესავსებად ახალ სისხლს აღიდგენს და სწორედ ეს არის კარგი ჯანმრთელობისთვის. გარკვეულწილად ესეც მაძლევს მოტივაციას. ვფიქრობ,ამ პროცედურაში არაფერი საშიში არაა, ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. გავიღე 400 გრამი სიხლი და ახლა სამსახურში წასვლას და მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ.
მახსოვს ორი კონკეტული შემთხვევა, როდესაც პირდაპირი სისხლის გადასხმა გავაკეთეთ საავადამყოფოში. ერთს ოპერაციის დროს დასჭირდა და დღეს სრულიად ჯანმრთელია,მეორეს კი ავტოავარიის შემდეგ დასჭირდა სისხლი. სამწუხაროდ ბიჭის გადარჩენა ვერ მოახერხეს...
ვფიქორბ, რომ რაღაც დასახვეწია სისხლის უანგარო დონაციის წახალისების კუთხი. თვითონ სისხლის ბანკების მუშაობის ფორმა შეიძლება შეიცვალოს, დაიხვეწოს და თავისმხრივ კერძო კომპანიებმაც უნდა აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა უნდა ჩავერთოთ ამ კეთილ საქმეში. კარგი და საჭირო იქნბა ტელევიზიების ჩართულობა, ფილმების და ვიდეობის მომზადება. მოტივაციის ამაღლებაცაა საჭირო, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაიგოს,რომ ავარიის შედეგად იქნება თუ სხვა უბდური შემთხვევის შედეგად, ადამიანი ძალიან ბევრ სისხლს კარგავს და მას ჩვენი დახმარება სჭირდება."