გიორგის ამბავი

გიორგი სამარღანიშვილი 26 წლისაა და ჩვენი რეგულარული დონორია. მან სისხლი უანგაროდ უკვე მე-6-ედ გაიღო და ამბობს ამას 10-ჯერ და მეტჯერაც გაიმეორებს, რადგან დარწმუნებულია,რომ ამით სხვისი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი:

“კარგია როცა ხალხს ეხმარები. ხშირად ლეიკემიით დაავადებული ბავსვებისთვის მიწევს სისხლის გაღება და მიხარია რომ ამ ბავშვებს ვეხმარები. ჯერ-ჯეჯრობით ჩემ გარშემო სისხლი არავის დაჭირვებია, მაგრამ, თბილისში არც ისე ბევრია უანგარო დონორი და ვხედავთ რომ სისხლის მარაგის ნაკლებობაა. სისხლის გაღება არ წარმოადგენს დიდ
პრობლემას და ამისთვის არაა საჭირო დიდი ენრგიისა და ძალისხმევის დახარჯვა, უბრალოდ სურვილია საჭირო და მეტი არაფერი. ალბათ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ არავინ თავიანთი თავის გარდა -ცოტა ეგოისტურები, ზოგს კიდევ შიში აქვს, ფიქრობს რომ ნემსი ახალია არ არის და ბევრი დეტალი,რის გამოც უარს ამბობენ ამ კეთილ საქმეზე. მინდა გითხრათ,რომ რამდენჯერაც მე ვიყავი დონორი, ყოვეთვის დაცულია ყველა პირობა. თან კარგი ისაა,რომ როდესაც სისხლს აბარებ, ამის შემდეგ შენი სისხლი ანალიზებს გადის და გეუბნებიან რამე დარღვევა ან ინფქეცია თუ გაქვს. ეს გამოკვლევები ზოგადად ფასიანია მაგრამ ამ შემთხვევაში უფასოდ გიკეთებენ ამას. ვფიქრობ, ნებისიერ მომენტი როცა ადამიანებს ეხმარები სიამაყის გრძნობას გაძლევს, მაგრმ აქ ეგ განცდა არაფერია, უბრალო მომენტია როდესაც შეგიძლია რომ დაეხმარო, უნდა დაეხმარო ესაა ადამიანობა. ყველა მოქალემ უნდა გადაგას ეს ნაბიჯი, გაიღოს სისხლი უანგაროდ და ეს იმდენად კარგია რომ 6ჯერ და 10-ჯერაც გავიმეორებ”