ლევანის ამბავი

ლევან აბაიშვილმა სისხლი უანგაროდ პირველად გაიღო და თავის გამოცდილებას გვიზიარებს. ამბობს,რომ საქართველოში უანგარო დონორთა რიცხვი ძალიან დაბალია და ეს სამწუხარო რეალობაა,რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს:

„რატომ გავიღე სისხლი? მინდა რომ დავეხმარო ხალხს,პირველ რიგში კი მათ ვისაც ეს სასწრაფოდ ჭირდება! საქართველოში, ხალხი სამწუხაროდ არ აქტიურობს, შესაბამისად სისხლის ბანკებში ყოველთვის დეფიციტია. ვფიქრობ საზოგადოებაში მოტივაციის გაზრდაა საჭირო . სიმართლე გითხრათ,აქამდე უანგარო დონორობა არ მიცდია. იდეის დონეზე არც ადრე ვამბობდი უარს, სისხლის უანგაროდ გაღებისთვის ყოველთვის ვიყავი მზად,მაგრამ ასეთი შანსი არ მქონია,რომ სისხლის ბანკი თავად მოსულიყო ჩემთან ან კომპანიაში სადაც მე ვმუშაობ. ამან უფრო გამიმარტივა პირველი ნაბიჯის გადადგმა. ცოდნით მუდამ ვიცოდი რომ სადღაც არსებობდა სისხლის ბანკი,მაგრამ რომ მივსულიყავი და დონორი გავმხდარიყავი არ ყოფილა ასთი შემთხვევა. ამიტომ ვფიქრობ,რომ მსგავსი აქციები თუ იქნება, ანუ თუკი სისხლის ბანკები მოვლენ კომპანიებში, უფრო მეტი ხალხი გაიღებს სისხლს. სამწუხაროდ ჯერ არაა საქართველოში უანგარო დონორობის კულტურა ჩამოყალიბებული და ხალხს თავისით მისვლა ეზარება - იმის გაგება თუ სად და როგორ გაიღოს სისხლი. რაც შეეხება თავად პროცედურას, საკმაოდ უმტკივნეულო აღმოჩნდა და მითებისაც არ მჯერა, მარტივად რომ ვთქვა პროცედურა საშიში არაა და ყველას მოვუწოდებ გახდეს უანგარო დონორი და გააკეთოს ასეთი კეთილი საქმე!“