ანის ამბავი

ანი გელაშვილი 19 წლისაა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს. მან უკვე მეორედ გაიღო სისხლი უანგაროდ:

“ ჩვეულებრვიად, კარგად ვგრძნობ თავს. არანაირი გართულება არ მქონია.სიკეთეს, როდესაც აკეთებ და ადამიანის სიცოცხლეს იხსნი ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს - ამისთვის სისხლის გაღება ნამდვილად ღირს.
კვლავ დაუფიქრებლად გავიღებ სისხლს, თუკი დაჭირდებათ. საქართველოში უანგარო დონორთა სიმცირე, ალბათ შიშის გამოა, ეშინიათ ბევრი რამის და ინფორმაციაზეც ხელი არ მიუწვდებათ,რომ მითებსა და სტერეოტიპებზე აზრი შეიცვალონ. თაობებიც განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად ახალგაზრდები უფრო აქტიურობენ ვიდრე 40 წელს ზემოთ მოქალაეები. არამარტო ამ საკითხში, თაობებს შორის ძალიან ბევრ საკითხში რადიკალური სხვაობაა. ვისურვებდი,რომ ყველას შეგვესრულებინოს მოქალაქეობრივი ვალი და გვერდში დავუდგეთ ყველას ვისაც დახმარება სჭირდება. სისხლის ჩანაცვლება შეუძლებელია, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ადამიანები და ამისთვის დღესვე უნდა გავიღოთ სისხლი, გავიღოთ უანგაროდ და ხშირად!”