თინათინის ამბავი

თინათინ მეოტიშვილი 18 წლის სტუდენტია და მან პირველად გაიღო სისხლი უანგაროდ. ამბობს,რომ სიცოცხლის გადარჩენა არაჩვეულებრივი გრძნობაა და ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა:

“ძალიან კარგი იყო, პირველ რიგში იმიტომ,რომ ჩემმა სისხლმა 3 ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. არ ვიცი რატომ არ უნდა გაიღო სისხლი, თუკი ჯანმრთელობა ხელს გიწყობს და 18 წლის ზემოთ ხარ. სამწუხაროდ აქამდე არ მქონდა შანსი,რომ სისხლი გადამესხა - ასაკს მკაცრად აკონტროლებენ. არანაირი ტკივილი არ მქონია, ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ისე როგორც მანამდე. დონაციას, დადებითი რაც აქვს არის ის,რომ ჩემს სისხლს ანალიზი ჩაუატარდება ყველა დაავადებაზე და სრულიად უფასოდ შემეძლება პასუხის გაგება. ჩემი პირველი გამოცდილებით ყველას მოვუწოდებ რომ გაიღოს სისხლი უანგაროდ, არანაირი ტკივილი და გართულება არ მქონია, პირიქით ბედნიერი ვარ რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ვიცი,რომ 2 თვეში ერთხელ შეგვიძლია სისხლის გაღება ამიტომ ნუ დაიხევთ უკან, 2 თვეში ერთხელ მაინც შეგვიძლია,რომ
გადავარჩინოთ ადამიანები.”