გიორგის ამბავი

გიორგი სიმონიშვილი მის პირველ სისხლის დონაციაზე საუბრობს. მართალია ეს მისთის ახალი იყო, თუმცა ამბობს,რომ აუცილებლად გააგრძელებს კეთილი საქმის კეთებას:

„აქამდე,არაინფორმირებული ვიყავი, არ ვიცოდი როგორ ხდებოდა ეს პროცესი, არც ის თუ ვის უნდა დავკავშირებოდი. სადაც მიმუშავია, არასად ყოფილა სისხლის უანგარო დონაციის აქცია და ვფიქრობ სწორედ,ამ მიზეზების გემო ეს ჩემი პირველი დონაციაა. მინდა გითხრათ არაჩვეულებრივი განცდაა, ვიცი რომ სხვას ვეხმარები და იმედი მაქვს რომ ჩემი სისხლი გამოადგებათ. დღეს ბავშვებისთვის გავიღეთ სისხლი!
სიმართლე გითხრათ ნემსი არ მიყვარს, მაგრამ მერწმუნეთ კეთილი საქმისთვის ღირდა და პრობლემაც არ ყოფილა. საქართველოში სამწუხაროდ, უანგარო დონორთა რიცხვი ძალიან დაბალია. წავიკითხე,რომ არსებობს 3 სახის დონორი: უანგარაო, „ნათესავი“ და „ფასიანი“ და სამწუხაროდ ყველა ფასიან დონორბას ირჩევს. სისხლის კომერციალიზაცია არ მიმაჩნია სწორად და უმჯობესი იქნება თუკი უანგაროდ გადავარჩენთ სხვების სიცოცხლეს. მე პირველი ნაბიჯი გადადგმული მაქვს და აუცილებლად გავაგრძელებ სიკეთის კეთებას“