არჩილის ამბავი

გაიცანით ეს ჩვენი უანგარო დონორი არჩილ ჩუბინიძეა. მისთვის სისხლის უანგარო დონაცია ჩვეულებრივი ვალდებულებაა და ამბობს რომ თუკი ადამიანს ჯანმრთელობა ხელს უწყობს ის აუცილებლად უნდა დაეხმაროს სხვას. ეს ყველაფერი კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც კომპანიაში,რომელშიც არჩილი მუშაობს, სისხლის ბანკი მივიდა. იხსენებს, რომ თავდაპირველად დონორობაზე ბევრი რეალობისგან განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა:

„სანამ პირველად გადავდგამდი ამ ნაბიჯს და სისხლს ჩავაბარებდი, ძალიან ხშირად მომდიოდა აზრად, რომ მივსულიყავი, ჩამებარებინა სისხლი, მაგრამ მეგონა რომ ეს გარკვეულ პროცდეურებთან იყო დაკავშირებული , როგორიცაა წინასწარ ანალიზის აღება და ა.შ ინფორმაციასაც ისე ხშირად ვერ ვიღებდი თუ როგორ შეილება სისხლის ჩაბარება, ეს თემა მედიაშიც არ ყოფილა აქტუალური. ისე გამოვიდა,რომ პირველი მცდელობა თავისთავად მოხდა, ჩვენს კომპანიაში მოვიდა სისლხლის ბანკი და მეც უანგარო
დონორობის სურვილი გამოვთქვი. შემდეგ ჩემმა სისხლმა შესაბამისი ანალიზი გაიარა,ვარგისი აღმოჩდნა და ახლა უკვე ხშირად ვაბარებ მას, თავად სისხლის ბანკიც მიკავშირდება საჭიროების შემთხვევაში. ვთვლი რომ, სისხლის დონაცია ჯანმრთელი ადამიანის მრავალმხრივი ვალდებულებაა: სამოქალაო, მორალური, ქრისტიანული, ეროვნული. ვფიქრობ საქართველოში უანგარო დონორთა სიმცირე, ზოგადი პრობლემის ნაწილია. ჩვენთან სამქოლაქო შეგნება არაა ისეთი ძლიერი, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში. მართალია საქართველოში, ამ მიმართულებით გაუმჯობესება იგრძნობა. 5%- დან 29% -მდე ავიდა უანგარო დონორთა ჯამური რიცხვი ამ 5 წლის განმავლობაში,მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. იმედი მაქვს ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი ნაბიჯის გადადგმა და სისხლის უანგაროდ გაღება შემდგომში ჯანმრთელ მომავალს დაუდებს საფუძველს. ყველას ვეტყვი რომ სისხლის დონორობით, თქვენ ძალიან დიდ მორალურ სიამოვნებას იგრძნობთ.“