ზინას ამბავი

ეს ჩვენი გამორჩეული დონორი ზინა ნიჟებოსვკაიაა. ის უკვე 5 წელია, რაც უანგარო დონორია და ჩვენი გმირია. მისი ამბავი ჯანმრთელობის პრობლემიდან დაიწყო. როდესაც ექიმთან მივიდა გაიგო,რომ უნიკალური- მესამე ჯგუფის უარყოფითი სისხლის მატარებელია. მისმა სისხლმა 7 წლის ბავშვის სიცოცხლე იხსნა:

„სახსრები მტკიოდა და ანალიზი რომ ჩავაბარე მითხრეს რომ მესამე უარყოფითი ჯგუფის სისხლი მქონდა.წყალს საერთოდ არ ვსვამდი, არ მიყვარს და 3 დღე ძალით მასვეს. დონორი რომ გავხდი ვერ დავიჯერე, ნამდვილად მეორედ დავიბადე. თვითონაც ძალიან აქტიური ვარ და იცით კიდევ რატომ გადავწყვიტე დონორობა? გავიგე რომ ჩემი სისხლი პატარა 7 წლის ბავშვს დაეხმარა, რომესალც ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა. გულში ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს შენ შეგიძლია შენი სისხლით 3 ადამიანი მაინც გადაარჩინო. ოდესმე მეც რომ დამჭირდეს, ხომ დამეხმარებიან?! აი ასე გადავდგი ეს ანბიჯი და უკვე თითქმის 5 წელია რაც დონორი ვარ. სამწუხარაოდ, საქართველოში სისხლის ჩაბარება ჯერ კიდევ კომერციალიზებულია. ზოგიერთი,დონორი, მხოლოდ ფულის გამო ხდება . სტუდენტები განსხვავედებიან სხვებისგან, ისინი ყველაზე ერთგულები და რეგულარული დონორები არიან. ალბათ, ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში გაიზარდნენ, ფულზე ფიქრობენ და ახლაგაზრდები, რომლებიც ევროპული ღირებულებების მატარებელები არიან უანგარო დონორობის საოცარ მაგალითს იძლევიან. ეს უკვე განსხვავებული აზროვნებაა“