რჩევები დონაციის შემდეგ

ჩვენ გირჩევთ

დონაციის შემდგომი რჩევები

  • სისხლის გაღების შემდეგ 15 წთ განმავლობაში დარჩეთ დონაციის ოთახში და მიირთვათ სითხე თქვენი სურვილისამებრ.
  • ნუ მოიხსნით ნახვევს 4- 6 სთ განმავლობაში. თუ ნაჩხვლეტიდან დაიწყება სისხლდენა, მეორე ხელით დააჭირეთ ნაჩხვლეტის მიდამოს და ხელი ასწიეთ მაღლა, მანამ სანამ სისხლდენა არ შეწყდება.
  • მიიღეთ მეტი სითხე დღის განმავლობაში და შეეცადეთ მიირთვათ კალორიული საკვები.
  • სიგარეტის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა,  ამიტომ გაითვალისწინეთ,რომ მათი მიღება დონაციის შემდეგ არ არის რეკომენდირებული. თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა დაჯექით და თავი დაადეთ მუხლებს რამდენიმე წთ განმავლობაში ან დაწექით და ფეხები ასწიეთ მაღლა.
  • გთხოვთ მოერიდეთ აქტიურ საქმიანობას, მთაზე ცოცვას, სირბილს, თვითმფრინავით მოგზაურობას დონაციიდან 72 სთ განმავლობაში.
  • მოერიდეთ ცხელ აბაზანას 24 საათის განმავლობაში.
  • სისხლის აღების შემდეგ ნაჩხვლეტის ირგვლივ შესაძლებელია განვითარდეს სილურჯე, რაც გამოწვეულია ნაჩხვლეტიდან სისხლის გაჟონვით ირგვლივ მდებარე ქსოვილებში. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ სუფთა პირცახოცში გაახვიოთ ყინულის ნატეხები და დაიდოთ ნაჩხვლეტის ადგილას 5-10 წთ განმავლობაში დღეში 4 ჯერ.

 

თუ თქვენ დღეს გაიღეთ სისხლი  და რაღაც მიზეზის გამო მიგაჩნიათ რომ თქვენი სისხლი შეიძლება არ იყოს გამოსადეგი პაციენტისთვის, გთხოვთ შეგვატყობინოთ რაც შეიძლება სწრაფად. თუ დონაციდან 24 საათის განმავლობაში თქვენ აგიწიათ სხეულის ტემპერატურამ, გამცივნებთ ან გაქვთ დიარეა, სიყვითლე,  გთხოვთ სისხლის ბანკს.

270950_317987138289223_1360741716_n


 

მასალები მოწოდებულია NCDC-სა და „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკების მიერ