რატომ დონაცია

ონორული სისხლის ყოველი ერთეულიდან მზადდება 3 კომპონენტი - ერითროციტული მასა, პლაზმა დათრომბოციტული მასა, რაც ნიშნავს, რომ ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნათ!

ratom donacia

სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის. სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.

დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე. სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან.

დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი. ქვეყნის მოსახლეობის 40-50% შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი. რეალურად ამ ხალხის 0.5%-ზე ნაკლები აბარებს სისხლს.

სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების და ორგანოების გადანერგვის დროს.

mg_29971
ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.
სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.

ახლა, როდესაც თქვენ ამას კითხულობთ, შესაძლოა ბავშვი კვდება სადმე, იმის გამო, რომ თქვენი ჯგუფის სისხლი არა აქვთ.

სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა და მისი შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.
სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება, უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა.

ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

 

რატომ უნდა ჩავაბაროთ სისხლი:

  • იცით, რომ სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე?
  • თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე.
  • ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.
  • სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა სჭირდება წელიწადში 10-15 ათას ადამიანს. საშუალოდ თითო პაციენტზე იხარჯება 4 ერთეული სისხლი.
  • გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლი.

სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.


დამატებითი ინფორმაცია, რაც შეიძლება გაინტერესებდეთ:

  • ასაღები სისხლის სტანდარტული ოდენობაა 450 მლ.
  • სისხლის აღება ხდება დახურულ, სტერილურ, ქარხნული წესით დამზადებულ სისტემაში მხოლოდ ერთჯერადი მასალის გამოყენებით.
  • თუ დონორი პირველად აბარებს სისხლს, არის 22 წლამდე ასაკის და 55 კგ-მდე წონის, სისხლის აღება შესაძლებელია 250მლ-იან პაკეტში.
  • დონორული სისხლის ყოველი ერთეულიდან მზადდება 3 კომპონენტი - ერითროციტული მასა, პლაზმა და თრომბოციტული მასა, რაც ნიშნავს, რომ ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებული იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისათვის.

end

 


 

მასალები მოწოდებულია NCDC-სა და „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკების მიერ