• მსოფლიოს სჭირდება საკმარისი რაოდენობით სისხლი, რათა ყველას საჭიროება დააკმაყოფილოს
• ყოველ რამოდენიმე წამში ერთხელ ვიღაცას, სადღაც სჭირდება სისხლი
• სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს
• ჯანმრთელობა არის ადამიანის უფლება, მსოფლიოში ყველა ადამიანს უნდა ქონდეს წვდომა უსაფრთხო სისხლის გადასხმაზე, როცა და სადაც არ უნდა დაჭირდეს
• რეგულარული სისხლის დონაცია საჭიროა, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და სისხლის პროდუქტების მიწოდება ყველასთვის, ვისაც სჭირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით
• სისხლის ყველა დონორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სისხლი გასცეს რეგულარულად, ნებაყოფლობით და უანგაროდ, რათა ყველა ქვეყანაში იყოს ხელმისაწვდომი ადეკვატური სისხლის მარაგი
• სისხლის დონორების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს უზრუნველყოფს რეგულარული დონაციისადმი ერთგულების ჩამოყალიბებას.
• უსაფრთხო სისხლსა და სისხლის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვისთვის და ეფექტური ჯანმრთელობის სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია
• სისხლი და სისხლის პროდქტები განსაკუთრებით საჭიროა: 1) ქალებისთვის რომელთაც აქვთ ორსულობასა და მშობიარობისათან დაკავშირებული სისხლდენა 2) ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ მწვავე ანემია, რომელიც დაკვშირებულია მალარიასა ან მალნუტრიციასთან (კვების დეფიციტთან) 3) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სისხლის ან ძვლის ტვინის დარღვევები, ჰემოგლობინის მემკვიდრეობითი დარღვევები და იმუნური დეფიციტის მდგომარეობები 4) ადამიანებისთვის ტრავმული დაზიანებებით საგანგებო სიტუაციების, კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების დროს; და პაციენტებისთვის, რომლებიც გადიან რთულ სამედიცინო და ქირურგიული პროცედურებს 5) იმისათვის, რომ უზრუნვეყოფილი იყოს ხარისხიანი დონორული დახმარება 6) ხელი შეეწყოს და განხორციელდეს სისხლის შესაბამისი კლინიკური გამოყენება და 7) გააკონტროლდეს სისხლის გადასხმის მთელი ჯაჭვი.