ვალერი ჩიტაძე
32 წლისვალერი სკოლის მანდატურია. ჭიათურის #1 საჯარო სკოლაში მუშაობს. ის, სისხლის უანგარო დონორია. სისხლი, უკვე, 9-ჯერ გაიღო და აპირებს სიკეთის უანგაროდ კეთება გააგრძელოს. „მანდატურის სამსახურში მუშაობა, 2015 წელს დავიწყე. ძალიან მოტივირებული ვიყავი, მინდოდა მეტი სასარგებლო საქმე გამეკეთებინა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. იმ პერიოდში, ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი სისხლის დონაციაზე. მანამდე არც მიფიქრია ამ თემაზე. მოვიძიე სისხლის ბანკებზე ინფორმაცია და წავედი თბილისში. სისხლი, უკვე, 9-ჯერ გავიღე და არ ვაპირებ შეწყვეტას. თან, მეც მეტი მოტივაცია მაქვს ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე.“- გვიყვება ვალერი ჭიტაძე. აღსანიშნავია, რომ ვალერი ჭიტაძე, სკოლაში მანდატურად მუშაობას, სოფლის მეურნეობაზე მუშაობას უთავსებს - ბიოპროდუქტები მოჰყავს. ცნობილია, რომ ერთი დონორის სისხლი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ უანგარო დონორს შეუძლია, სისხლის ერთხელ გაღებით გადაარჩინოს, მინიმუმ, სამი ადამიანის სიცოცხლე. შესაბამისად, ვალერის ქმედება, ადამიანური სოლიდარობის გმირული აქტია!