დონორები

მარიამ ბარაბაძე

22 წლის
ვფიქრობ, ეს ერთ-ერთია გზაა სხვას დაეხმარო და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შეუნარჩუნო, ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით ვხდები დონორი.

„სისხლის უანგარო დონორი უკვე მეოთხედ ვარ. პირველი ორი დონაციით, ვიცი ვინც გადავარჩინე და ამ ფაქტმა საოცარი მოტივაცია მომცა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთია გზაა სხვას დაეხმარო და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შეუნარჩუნო, ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით ვხდები დონორი. ახლაც და მაშინაც ყველაფერმა კარგად და მარტივად ჩაიარა. ჩემი პირველი დონაცია ზუსტად 4 წლის წინ იყო. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწობს სისხლი უანგაროდ უნდა გაიღოს. როდესაც ასეთი შანსი გაქვს, რომ ასე მცირე დროში შეგიძლია სხვას სიცოცხლე გადაურჩინო, ამაზე უარი არავინ უნდა თქვას."

გიორგი ფურცელაძე

34 წლის
ჩემი მოტივაციაა დავეხმარო სხვა ადამიანს, ამიტომ სისხლის უანგარო დონორი, აუცილებლად კიდევ გავხდები.

„სისხლი უანგაროდ პირველად გავიღე და საოცარი განცდაა. სიამაყესა და ბედნიერებას ვგრძნობ. ვიცი ამით იმ ადამიანს დავეხმარე, ვისთვისაც ჩემი სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი მოტივაციაა დავეხმარო სხვა ადამიანს, ამიტომ სისხლის უანგარო დონორი, აუცილებლად კიდევ გავხდები. პირველი დონაცია ყოველთვის ემოციურია, მაგრამ ძალიან მარტივად დავძლიე. ეს საკითხი ელემენტარულია იმ მიზანთან შედარებით რისთვისაც გავცემთ სისხლს. მას, კი ვინც ჯერ არასდროს ყოფილა დონორი ვეტყვი, რომ აუცილებლად გაიღოს სისხლი უანგაროდ და დაეხმაროს ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში.“

თამარ კალანდაძე

40 წლის
ჩემი მოტივაცია სიცოცხლის გადარჩენაა. პირველად დავფიქრდი ამაზე, რომ რაღაცის გაკეთება შემეძლო და აქამდე არ გამიკეთებია.

„ პირველად გავხდი სისხლის უანგარო დონორი. ვთვლი, რომ ამით სულ მცირედით მაინც დავეხმარები ადამიანს. ჩემი მოტივაცია სიცოცხლის გადარჩენაა. პირველად დავფიქრდი ამაზე, რომ რაღაცის გაკეთება შემეძლო და აქამდე არ გამიკეთებია. ძალიან გული მწყდება ახლა ამას რომ ვიაზრებ, რომ 40 წლის ასაკში პირველად გავიღე სისხლი. ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად გაიღონ სისხლი, იმიტომ რომ, თუ სხვა სიკეთეს ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ამით პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ პროცედურა ძალიან მარტივი აღმოჩნდა, საკმაოდ უსაფრთხო და უმტკივნეულო“

ნოდარ რუხაძე

22 წლის
"მგონია, რომ რაღაც კარგ საქმეს ვაკეთებ და ვიღაცას ვეხმარები და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ყოველ 2 თვეში ერთხელ შეიძლება სისხლის გაღება და ვფიქრობ ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებთ".

“სისხლი მეორედ გავიღე. მგონია, რომ რაღაც კარგ საქმეს ვაკეთებ და ვიღაცას ვეხმარები და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ყოველ 2 თვეში ერთხელ შეიძლება სისხლის გაღება და ვფიქრობ ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან ბევრისგან მესმის სხვადსახვა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სისხლის გაღება ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ რეალურად პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და სიამაყის განცდაც მაქვს. მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, ვეტყოდი რომ, პირველ რიგში, მიიღეთ ინფორმაცია დაათვალიერეთ სისხლის ბანკის ვებ გევრდი, მოძებნეთ ის აუცილებელი ინფორმაცია,რაც დაგარწმუნებთ პროცესის უსაფრთხოობში.

ალექსანდრე სიმონოვი

19 წლის
"არ მოველოდი, მაგრამ დონაციის დროს მეცინებოდა და მეღუტუნებოდა კიდეც! არანაირი შიშის ფაქტორი არ მქონია და არც რაიმე ყოფილა მტკივნეული".

“სისხლი პირველად გავიღე. არ მოველოდი, მაგრამ დონაციის დროს მეცინებოდა და მეღუტუნებოდა კიდეც! არანაირი შიშის ფაქტორი არ მქონია და არც რაიმე ყოფილა მტკივნეული. მინდა ყველას მოვუწოდო,რომ რაც შეიძლება მალე გაიღეთ სისხლი რათა სხვებს დაეხმაროთ. ჩემი მოტივაციაა ის რომ ამით სხვებს ვეხმარები,მათ ვისაც სისხლი სჭირდება. დაფიქრდით და “დათმეთ” თქვენი ცხოვრების 15 წუთი -ამ მცირე დროში ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენთ. ამაზე კარგად და შედეგიანად ამ 15 წუთს დროს ვერასდროს დახარჯავთ!

ანრი ფაღავა

20 წლის
"თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი,რომ ეს სახიფათო არ იყო. ვფიქრობ, რომ სისხლის უანგარო დონაცია არის ის, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს".

"სისხლის უანგარო დონორი უკვვე მეხუთედ ვარ. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი,რომ ეს სახიფათო არ იყო. ვფიქრობ, რომ სისხლის უანგარო დონაცია არის ის, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს. 250-450 მილიგრამი სისხლი ჩვენთვის არაფერია და ამ უმნიშვნელო რაოდენობამ შეიძლება მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს - შეუნარჩუნოს ადამიანს სიცოცხლე. მინდა რომ დავეხმარო სხვებს. გეტყვით,რომ საშიში არაფერია. ის ფაქტორი,რომ ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ, ყველა დაბრკოლებას გადაგვალახინებს. პროცესი საკმაოდ უმტკივნეულოა და გირჩევთ,რომ აჯობოთ საკუთარ თავს და გახდეთ გმირი - გახდეთ სისხლის უანაგარო დონორი!"