როგორ გავხდეთ დონორი

როგორ გავხდეთ სისხლის უანგარო დონორი?

იმისათვის, რომ გახდეთ სისხლის უანგარო დონორი, მოიძიეთ სისხლის ბანკების ჩამონათვალი ჩვენს გვერდზე: http://donori.ncdc.ge/bloodbanks/ რომელთაც შეგიძლიათ ეწვიოთ თქვენთვის სასურველ დროს და უანგაროდ გაიღოთ სისხლი.

 

 გახსოვდეთ, იმისათვის, რომ შეძლოთ სისხლის დონაცია:

  • უნდა იყოთ 18-დან 65 წლამდე ასაკის;
  • უნდა იყოთ 50 კგ-ზე მეტი წონის;
  • სისხლის ჩაბარებისას თავს უნდა გრძნობდეთ კარგად;
  • უნდა იყოთ ნასაუზმევი;
  • სისხლის ჩაბარებამდე უნდა მიიღოთ 0.5 ლ-მდე უალკოჰოლო სითხე;

 

სისხლს ვერ ჩააბარებთ, თუ:

  • ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ საინექციო ნარკოტიკული საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე;
  • გადატანილი გაქვთ ან ატარებთ დაავადებებს: ჰეპატიტი B ან C, აივ ინფექცია/შიდსი ან სიფილისი;

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

  • გადატანილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
  • გქონიათ სქესობრივი კავშირი ვინმესთან, ვისაც ჰქონია B ან C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი;
  • გაკეთებული გაქვთ ტატუ, პირსინგი, აკუპუნქტურა;
  • გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
  • გაკეთებული გაქვთ ნემსი ექიმის დანიშნულების გარეშე;
  • გქონიათ კონტაქტი ვინმეს სისხლთან;
  • გქონიათ სქესობრივი კავშირი ფულის ან ნარკოტიკების სანაცვლოდ;
  • მამაკაცებს: გქონიათ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან;

 

ბოლო 3 თვის განმავლობაში:

  • გაგიკეთებიათ მანიკური ან პედიკური სილამაზის სალონში (საერთო ინსტრუმენტებით);
  • ჩაგიტარებიათ სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია (კბილის ამოღება);
  • ხმარობთ საერთო ჰიგიენურ საშუალებებს (საპარსი, კბილის ჯაგრისი);
  • ქალებს: გაგიკეთებიათ აბორტი;
  • ხართ ან ბოლო 3 თვის მანძილზე ყოფილხართ ორსულად;

 

გახსოვდეთ! - სისხლის დონაციის პროცესი სრულიად უსაფრთხოა! უსაფრთხო სისხლის სახემწიფო პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკები დონაციის პროცესის 100% ით უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ახალი, ერთჯერადი, სტერილური იარაღებით. ამასთანავე, ნებისმიერი დონორის მიერ გაღებული სისხლი დამატებით შემოწმებას გადის აივ ინფექციაზე, B, C  ჰეპატიტებზე და სიფილისზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.