სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა სჭირდება წელიწადში 10-15 ათას ადამიანს!
რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
სისხლი და სისხლის პროდქტები განსაკუთრებით საჭიროა:
1) ქალებისთვის რომელთაც აქვთ ორსულობასა და მშობიარობისათან დაკავშირებული სისხლდენა;
2) ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ მწვავე ანემია, რომელიც დაკვშირებულია მალარიასა ან კვების დეფიციტთან;
3) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სისხლის ან ძვლის ტვინის დარღვევები, ჰემოგლობინის მემკვიდრეობითი დარღვევები და იმუნური დეფიციტის მდგომარეობები;
4) ადამიანებისთვის ტრავმული დაზიანებებით საგანგებო სიტუაციების, კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების დროს;
5) და პაციენტებისთვის, რომლებიც გადიან რთულ სამედიცინო და ქირურგიული პროცედურებს.
ქვეყნის მოსახლეობის 40-50% შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი. რეალურად, ამ ხალხის 0.5%-ზე ნაკლები აბარებს სისხლს. იმისათვის, რომ ეროვნული სისხლის მარაგი ეფექტურად ივსებოდეს, ქვეყანას უნდა ყავდეს საშუალოდ 20-25 მდე რეგულარული დონორი ყოველ 1000 მოსახლეზე.
- ადამიანების 85% - ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლი. დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი. ერთ დღეს, შეიძლება ეს ადამიანი შენ იყო.
- საშუალოდ თითო პაციენტზე იხარჯება 4 ერთეული სისხლი - ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.
- თქვენს მიერ ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.
- ახლა, როდესაც თქვენ ამ წინადადებას კითხულობთ, შესაძლოა ბავშვი იღუპება სადმე, იმის გამო, რომ თქვენი ჯგუფის სისხლი მარაგში არ აქვთ.
- სისხლი მალფუჭებადი პროდუქტია და მისი ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა 42 დღეა. სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტშია ვინაიდან მათი შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. გახსოვდეთ, სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.
- დამტკიცებულია, რომ სისხლის რეგულარული დონაცია ჩვენი ჯანმრთელობისთვის პოტენციურ ბენეფიტებს შეიცავს და არეგულირებს რკინის შემცველობას ჩვენს ორგანიზმში.
- სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა.
რატომ უნდა გავიღოთ სისხლი უანგაროდ?
ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, სრულიად უსაფრთხოდ. სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს. სისხლი მალფუჭებადი პროდუქტია, მისი ვარგისიანობის ვადა 42 დღეა. შესაბამისად, რეგულარული დონორების როლი ძალიან დიდია.
სისხლის რეგულარული დონორი ეს არის ადამიანი, ვინც უანგაროდ და მუდმივად აბარებს სისხლს. ისინი ყველაზე უსაფრთხო სისხლის წყაროდ მიიჩნევიან. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად მოწმდება და როგორც წესი, ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, უსაფრთხო სისხლის საკმარისი და საიმედო მოწოდების უზრუნველყოფა მხოლოდ რეგულარული, უანგარო დონორთა სტაბილური ბაზის შექმნის გზით არის შესაძლებელი. აღნიშნული დონორები წარმოადგენენ დონორობისათვის ყველაზე უსაფრთხო ჯგუფს, ვინაიდან სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი მათში დაბალია.
თუ ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სისხლს ყოველგვარი დაინტერესების გარეშე აბარებს, ეს, ასევე გაზრდის უსაფრთხო სისხლის მარაგსაც. თუმცა, ნებისმიერი დონორის მიერ გაღებული სისხლი დამატებით მოწმდება აივ ინფექციაზე, B, C ჰეპატიტებზე და სიფილისზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.
რაც შეეხება თვითონ დონორების უსაფრთხოებას, „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკები დონაციის პროცესის 100% ით უსაფრთხოებას უზრუნვეყოფენ ახალი, სტერილური იარაღების გამოყენებით.